Сообщения

Сообщения за март, 2017

მესამე დღის რეფლექსია

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასაგეგმად საჭირო რესურსების მოძიება/გამოყენება ძალზედ გამარტივებულია. დღეს, ახალი საიტის გამოყენებით (http://ncp.ge/),  უფრო მარტივად გადავიტანე ჩემთვის საჭირო სტანდარტები და ინდიკატორები პროექტის გეგმაში. ასევე, სტანდარტებიდან და იდიკატორებიდან გამომდინარე, გავედი პროექტის  ისეთი ტიპის მიზნამდე, რომელიც სწავლაზე ორიენტირებული  იქნება. პროექტი დავიწყე ერთი ზოგადი, სამი - თემატური და ოთხი- შინაარსობრივი შეკითხვით.

მეორე დღის რეფლექსია

საინტერესო და  მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბუკლეტის შექმნის პროცესი. ეს ახალი ცოდნა  ძალიან დამეხმარება, ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, აუდიტორიისა და სამიზნე ჯგუფების, ასევე, მოსწავლეების დაინტერესებაში.

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა  დღემ მომცა ძალიან კარგი სტიმული საიმისოდ, რომ შევქმნა საინტერესო, პრობლემასა და სააზროვნო უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც რეალურად იმუშავებს და 21-ე საუკუნის მოთხოვნებს  უპასუხებს. ტრენინგი ძალზედ საინტერესო იყო და,  ჩემი აზრით, ჩემს პროფესიულ ზრდასა და მოსწავლეების განვითარებას  შეუწყობს ხელს. საერთო ჯამში, ბევრი სასარგებლო სიახლე შევისწავლე!